spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 29, მათგან 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

 

თურქული მედიის ცნობით, დერიკის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. 

 

მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.

 

იქამდე ავტოავარია თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაშიც მოხდა, რომლის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები