უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 45 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 21.08-მდე: ტანკები – 1 912 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 224 (+12), საარტილერიო სისტემები – 1028 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 266 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 141 (+0), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 197 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 806 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 190 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 143 (+6), სპეციალური ტექნიკა – 99 (+2).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის და მიკოლაივის მიმართულებით განიცადა.