spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენია მობილიზებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის დავით სუხიშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს.

 

“ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

 

ასევე გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რიცხოვნობა და 250-მდე მეხანძრე მაშველის მობილიზება ხდება. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად“, – განაცხადა დავით სუხიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები