spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს.

 

ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

 

ასევე მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები