spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაშთაფას მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხმაური და დაპირისპირება იყო. სოფელ დაშთაფას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ სარწყავი წყალი წლებია, არ მიეწოდებათ.

 

აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრის მოთხოვნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაინაცვლეს, თუმცა მათ მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.

 

ადგილობრივების თქმით, ხალხი უწყლობით იტანჯება, ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარებაზე არ ფიქრობს.

 

მათივე განცხადებით, “ოცნების” წარმომადგენლები სოფელში მხოლოდ არჩევნების დროს მიდიან, არჩევნების შემდეგ დახმარებისთვის მისულ ადგილობრივებს კი ოპოზიციასთან ამისამართებენ.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის პრობლემა მხოლოდ აგვისტოს თვეში შეიქმნა და ეს არა ხელისუფლებასთან, არამედ კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები