საზოგადოება ძალიან დასვენებული იყო, როცა ირაკლი კობახიძე არ ჩანდა. ახლა გამოჩნდა და ორშაბათობით, ისევ მოსახლეობის დატერორებას დაიწყებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
“2001 წლიდან “სამართლიან არჩევნებთან“ ვთანამშრომლობ, რომელიც მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საარჩევნო მიმართულებით. ორგანიზაცია ღირებულ ცოდნას ფლობს. მათი მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეცდომა ნამდვილად მოხდა და ორგანიზაციამ მენეჯმენტი გადააყენა, ბოდიში მოიხადა. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან არავინ გადამდგარა, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჩააგდეს და ქვეყანას საშემოდგომო გამოაყოლეს. ამაზე პასუხი არავის უგია და საფრთხე არსებობს ევროკავშირისა და ნატო-ს მიღმა დავრჩეთ.
“ქართულმა ოცნებამ“ ამ შეცდომებზე გვანახოს რეაგირება და ISFED-ის მიმართ კრიტიკას მაშინ გავიზიარებ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.