spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა, აქტიურად მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონის აღმოსავლეთით – სოფელ დვირის მიმართულებაზე არიან განაწილებული და ამოცანისა და რელიეფის სირთულის მიუხედავად ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდებიან დავალებებს. 

 

ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები