spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინა ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის ფონზე “დამანგრეველი შედეგების” შესახებ აფრთხილებს

უკრაინა ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის ფონზე მიმართავს და თეირანს ორმხრივი ურთიერთობების “დამანგრეველი შედეგების“ შესახებ აფრთხილებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის გადაცემისგან, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აგრესორი სახელმწიფოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

“ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა თეირანსა და მოსკოვზე, რათა დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინა მოუწოდებს ირანს, სრულად შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება და დაამტკიცოს “მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებების გულწრფელობა რუსული სამხედრო სასიკვდილო მანქანის მომარაგებაში ჩაურევლობის შესახებ“.

“ვაფრთხილებთ ოფიციალურ თეირანს, რომ თუ დადასტურდება ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის ფაქტი, ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივ ურთიერთობებში“, – აღნიშნავს სამინისტრო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები