უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეა.
მისივე თქმით, უკრაინაში მისი დახურვა ტექნიკურად რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
“ტელეგრამი“ მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, „ტელეგრამი“ არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო.
მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს „ტელეგრამის“ ყველა არხის „გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება – კეთილი, დარეგისტრირდი, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბუდანოვმა.