spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მუსელიანი – სირთულეს წარმოადგენს რელიეფი, ვერ ხერხდება ხანძრის კონკრეტული კერებზე შესვლა, მუშაობს ავიაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.

 

“ბორჯომის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების 24-საათიანი მუშაობის შედეგად მიღწეულია ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. სირთულეს წარმოადგენს რელიეფი, ვერ ხერხდება ხანძრის კონკრეტული კერებზე შესვლა. აღნიშნულ კერებზე მუშაობს ავიაცია და ხდება ამ კერების დამუშავება, ხანძრის ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ასევე თავდაცვის ძალები“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

 

ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

 

ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.

 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/Lm6VC-L8Bo8″ title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები