spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – 81% ფაქტობრივად ამბობს, რომ არ ირჩევს “ქართულ ოცნებას“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა და პრობლემები აქვს, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი, მყარი და ვინმე თუ იშლება, ეს რუსული ოცნებაა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია IRI-ის ეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ორნახევარჯერ არის გაზრდილი. ვგულისხმობ 6%-იან მხარდაჭერას. დღეს “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14%, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 25 და ახლა აქვს 19%. ასევე ვნახეთ სხვა პარტიების რეიტინგები, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან. ეს კვლევა აჩვენებს, რომ რუსული ოცნება აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ძალა, რომ არა პირობითად სახელისუფლებო რესურსები.

81% ფაქტობრივად ამბობს, რომ არ ირჩევს “ქართულ ოცნებას“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა, სამთავრობო მედია, “ქართული ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში ისტერიულად მიუთითებდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, პრობლემებზე, ეს კვლევა მარტის კვლევაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა და პრობლემები აქვს, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი, მყარი და ვინმე თუ იშლება და პრობლემა აქვს, ეს რუსული ოცნებაა.

ამიტომ სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პროდასავლურ მედიებს მინდა, მივმართო, რომ ჩვენ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ რუსული ოცნების გასტუმრება პოლიტიკური ველიდან. ეს არის თითოეული მოქალაქის მოთხოვნა და ამას აჩვენებს კვლევები. მათ შორის გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 84% ამბობს, რომ ევროპული იტეგრაცია მისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველამ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ვესროლოთ არა ტალახი, ვიყოთ არა მუდმივად კონფრონტაცაში, არამედ პირიქით, ერთად დავასრულოთ რუსული ოცნება.

ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის მზად ვართ, ვართ გახსნილები და ამას ნახავს საზოგადოება. ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და კარგია, რომ მათ აქვთ შედეგები და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მხოლოდ ერთადერთ რამეს გამოვრიცხავ, რომ რუსული ოცნების წინააღმდეგ რამეს არ გავაკეთებთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ოლიგარქისწინააღდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები