spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა

კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა და პროცედურების მაქსიმალური ეფექტიანად წარმართვა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში დღევანდელი შეხვედრის მიზანია, გაიგონ პარტნიორების მოსაზრებები, თუ როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს.

 

“ვიმსჯელებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტები. ამის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით პროცედურების წარმართვა. პროცესის შედეგად საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. ეს თანამდებობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, ინტერესი მაღალია. დღევანდელი შეხვედრის ფუნქციაა, რომ გავიგოთ, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს. ალბათ, ამ შეხვედრის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ გავიგოთ, დამოკიდებულება და პოზიცია. არასამთავრობოებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. 

 

ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიციები. ამის შემდეგ შეგვეძლება პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს საზოგადოებრივ ჩართულობას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ამ მიზანს ისახავს ეს შეხვედრაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები