ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაგეგმილი ვიზიტის წინ კიევში ჩავიდა.
მისიას IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს.
ზაპოროჟიეში მისიის ვიზიტი რუსების დაბომბვებისა და შესაძლო ბირთვული ავარიის მზარდი საფრთხის ფონზე ხორციელდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
The New York Times-ის ცნობით, გუნდის ყველა წევრი ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენელია. დელეგაციაში არ იქნება წარმოდგენილი არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი და არც სხვა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ძლიერ სამხედრო მხარდაჭერას უწევენ.