პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება.
ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.