spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით სამსახაულის ექსპერტიზის ცენტრს მიმართავენ. 

 

მისი თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზის შექმნის მიზანია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ კითხვები არ დარჩეს. 

 

“ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ  მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება კლინიკა “ვივამედში”. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და ჩვენ გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან,  რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  დაცვის მხარე ექსპრეზიდენტისათვის სასჯელის მოხდის გადავადების მიზნით,  უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სამედიცინო დასკვნის მომზადებაზე მუშაობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები