spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიძინა ივანიშვილი – ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს

“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესწავლება, რა არის ომი და რა უბედურება ახლავს თან მას.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზად არის, საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ამიტომ, ომში არა უბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს.

„მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.  ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს – ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე. ასევე განმარტა, რომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდება როგორც მშვიდობას, ისე დამოუკიდებლობას.

„საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება,  რის წინაშეც ვდგავართ.

მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ – ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული“,  –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები