ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცი მოკლა.
მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.