spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – ველოდები სტრატეგიული პარტნიორის მიმართ რიტორიკის შერბილებას

პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

“მათ გამოსვლებს თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი. კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმევა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ “პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები