თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ერდოღანის და პუტინის საუბრის ძირითადი თემა უკრაინა იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. კერძოდ, ერდოღანმა პუტინთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში IAEA-ს მისიის ჩასვლის საკითხზე ისაუბრა.
გარდა ამისა, განიხილეს სტამბოლში დადებული “მარცვლეულის შეთანხმების“ მიმდინარეობა და ეკონომიკური კავშირების გაფართოება.