მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას 8 მიგრანტი დაიღუპა.
37 მიგრანტის გადარჩენა სასაზღვრო პატრულმა შეძლო.
აშშ-ის სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.