პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
“როგორ შეიძლება ოპოზიციას ამბიცია ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე, როდესაც ის არჩევნებში არ მონაწილეობს. აი ასეთი პარადოქსული დამოკიდებულებები აქვთ. მგონია, რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ მათი დესტრუქცია შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის და მათ შორის ამის გამოც აქვთ უზარმაზარი რეპუტაციული დაღმა სვლა. ყველა კარგად ხვდება, რა არჩევანი სჯობია დღეს საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სენაკის საკრებულოშია წარმოდგენილი, შუალედურ არჩევნებს არ შეუერთდება. არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.