ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაოს ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ უოლკერმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
“ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან როგორც ვხედავთ, უკრაინაში, ასევე შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც ნატო-ში წევრიანდებიან, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, თუ არ ხარ ევროკავშირში ან ნატო-ში.
ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა უოლკერმა.