spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინა გამარჯვების გეგმას წარუდგენს ბაიდენს, ტრამპს და ჰარისს

უკრაინა მუშაობს ორივე მხარის წარმომადგენლებთან შეერთებულ შტატებში. სამშვიდობო გეგმა წარედგინება როგორც აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ასევე ორ კანდიდატს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, იტალიაში ვიზიტისას ის აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

“ჩვენ ვისაუბრეთ, უკრაინის გამარჯვების გეგმაზე – მის გარკვეულ დეტალებზე. ჩვენ სრულად წარვუდგენთ ყველა ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს – ტრამპს და ჰარისს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინისთვის ახლა მთავარია უკრაინის პოზიციების მაქსიმალურად გაძლიერება და ქალაქებისა და სოფლების დაცვა რუსული ტერორისგან. ასევე მნიშვნელოვანია ფრონტზე უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობების საკითხი.

„ეს მოიცავს პოკროვსკის, ტორეცკის, კურახოვეს მიმართულებას და რუსული ძალების უდიდესი კონცენტრაციის სხვა პუნქტებს. მადლობას ვუხდი თითოეულ ბრიგადას, თითოეულ დანაყოფს, რომელიც ნამდვილად სტაბილურად იკავებს თავის პოზიციას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები