spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მივემგზავრებით ბრუსელში, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ

ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა.

 

“დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონი ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი, მმართველი პარტიის მიერ და რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს ზოგადად მთელს რეგიონსა და ევროპაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები