spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – სანქციები დეოლიგარქიზაციის ნაწილია

სანქციები არის არა პოლიტიკური შიდა ბრძოლის იარაღი ან  ვინმეს ამოჩემება, არამედ დეოლიგარქიზაციის ნაწილი, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანას სჭირდება, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების ამოქმედება. 

 

“სანქციები არის არა პოლიტიკური შიდა ბრძოლის იარაღი ან  ვინმეს ამოჩემება, არამედ დეოლიგარქიზაციის ნაწილი. ამ ტიპის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც  ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების მიტაცების შემდეგ ჩამოაყალიბა, როდესაც დემოკრატიის სივრცე დახურა, ჩვენ გვჭირდება როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები, მითუმეტეს უკრაინის ომის ფონზე მათი შეკავების და ძალაუფლების ხელიდან გამორთმევისთვის. ეს არის ძალიან დიდი ამოცანა ქვეყნისთვის.  

 

ის, რაც მოხდა, რომ უკრაინამ არა უბრალოდ განაცხადა, რომ ჩვენ გაბზარებულები ვართ ივანიშვილზე, არამედ ინსტიტუციურად განსაზღვრა დასაბუთებულად ადამიანთა წრე,  ბიძინა ივანიშვილის ფინანსური საყრდენი, ბიზნესმენებს მათ ვერ დავარქმევ. წერია მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ეს ხალხი მხილებული არის რუსეთთან კავშირში“, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები