ეს საქმე აუცილებლად უნდა მოვიგოთ, იმიტომ, რომ გრამი იურიდიული არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ამ საქმეში ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიოთ, – ამის შესახებ იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის უზენაესობასთან ამ კანონს კავშირი არ აქვს.
“ეს საქმე აუცილებლად უნდა მოვიგოთ, იმიტომ, რომ გრამი იურიდიული არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ამ საქმეში ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიოთ. ყველანაირი იურიდიული არგუმენტით, ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტით, ყველანაირი კონსტიტუციური არგუმენტით, ეს კანონი არის გასაუქმებელი, არის არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ისევე როგორც, ნებისმიერი სასამართლოსადმი მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა მოხდეს ამ კანონის გაუქმება, მანამდე კანონის შეჩერება, იმიტომ, რომ კანონის უზენაესობასთან ამ კანონს კავშირი არ აქვს”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები 1 სექტემბერს დასრულდა.