უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში 640 ოკუპანტი და მტრის ავიაციის რამდენიმე ერთეული გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 51 250 (+640) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 08.09-მდე: ტანკები – 2 112 (+15), ჯავშანტექნიკა – 4 557 (+37), საარტილერიო სისტემები – 1226 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 305 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 159 (+3), თვითმფრინავი – 239 (+2), ვერტმფრენები – 210 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 884 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 214 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 344 (+24), სპეციალური ტექნიკა – 110 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.