აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მესამე ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში.
მოსალოდნელია, რომ ბლინკენი დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას, რომლის ოდენობაც 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის უკრაინისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებსაც შესაძლოა, მომავალში რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებოდეთ.