spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – უკრაინის გაფორმებული გამარჯვება იქნება “ქართული ოცნების” დასასრული

უკრაინის გაფორმებული გამარჯვება იქნება “ქართული ოცნების” დასასრული, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით,  “ქართული ოცნება” იმიტაციას ქმნის,  თითქოს ევროინტეგრაციის მიმართულებით რაიმეს აკეთებს. 

 

“ერთადერთი რაც ოცნებას დარჩა,  ეს არის დროის გაწელვა, ვიდრე რამეს გავიგებთ უკრაინაზე, ამიტომ ის  იმიტაცირებს, თითქოს რამეს აკეთებს საქართველოს პარლამენტში, თუმცა უკვე მესამე თვე მიდის და არ გვინახავს „ოცნების“ მიერ დაწერილი არც ერთი მუხლიც კი. არ უნდა ველოდოთ რაიმე შედეგს. 

 

ჩვენთვისაც უკრაინის გაფორმებული გამარჯვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები