spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონმა პუტინს ომის დასრულებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

 

ელისეის სასახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ასევე დაგმო რუსი სამხედროების მიერ საომარი მოქმედებების გაგრძელება და მოუწოდა პუტინს აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

 

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით რუსეთს, აქვთ ერთობლივი პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფმა ქვეყნებმა მათთვის საჭირო საკვები პროდუქტების მიღება განაგრძონ.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები