spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა გოგავა – რასაც გოგაშვილი ამბობს თუ შეთხზულია, ამის დამტკიცება ძალიან ადვილია

რასაც გოგაშვილი ამბობს თუ შეთხზულია, ამის დამტკიცება ძალიან ადვილია, ამას პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებით, –  ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ განაცხადა.  

 

მისი თქმით, როდესაც სისტემაში მყოფი ადამიანი დანაშაულებრივ ბრძანებას იღებს, არ უნდა შეასრულოს,  რადგან ფიცი აქვს ქვეყნის წინაშე დადებული.  

 

“ფაქტი ერთია,  ერთ მხარეს არის სისტემა და მეორე მხარეს ადამიანი, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო. პრობლემა ისაა, როცა ასეთი რამ ხდება, მაშინ არ ეწინააღმდეგებიან ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში არიან. გავიგეთ, რომ შიშის ფაქტორი არსებობს, მაგრამ შიშის ფაქტორი ხო დღესაც უნდა არსებობდეს?როდესაც ასეთ სისტემაში მუშაობს ადამიანი, მას აქვს შეხება საიდუმლო შეხვედრებთან. და დავალების მიღება არ ნიშნავს მის ბრმად შესრულებას, მათ აქვთ გარკვეული განაწესი, უფრო მეტიც, ფიცი აქვთ მიცემული ქვეყნისთვის, რომელიც  ერთგულებით უნდა დაამტკიცონ.  მაგრამ ის,  რომ ეს ადამიანი სისტემის მაღალი თანამდებობის პირი ამას ამბობს, გამორიცხულია, რომ შეთხზული იყოს. თუ ეს ასე არაა, ამის დამტკიცება ძალიან ადვილია, ამას პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ საგამოძიებო ორგანოების საშუალებით“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები