ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ.
კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტდეს სამხედრო მოქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. შეტაკებებს მოყვა მსხვერპლი.
მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ