spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

USAID-ის მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლები UNWTO-ს მე-8 გლობალურ ღვინის ტურიზმის თემატიკის კონფერენციას დაესწრებიან

2024 წლის 11-13 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) უმასპინძლებს მე-8 UNWTO გლობალურ კონფერენციას სომხეთში ღვინის ტურიზმის შესახებ თემაზე: “მემკვიდრეობა ყოველ ბოთლში: ავთენტური ღვინის ტურიზმის გამოცდილების შექმნა“.

USAID სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტურიზმის პროგრამა (SCRTP) მხარს დაუჭერს ქართული დელეგაციის, ღვინის მწარმოებლების ღონისძიებაზე დასწრებას.

მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა შეისწავლონ ინოვაციური სტრატეგიები და მიიღონ რჩევები, რომლებიც გადამწყვეტია მათი ღვინის ტურისტული შეთავაზებების შემდგომი განვითარებისთვის და ტურისტულად მეტად მიმზიდველი პროდუქტების შექმნისთვის.

UNWTO-ში მონაწილეობით, USAID უზრუნველყოფს მათ ჩართულობას B2B ფორმატის კონსულტაციებში, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული და სომხური ღვინის მარშრუტების დაკავშირებას, ასევე კონფერენციაზე ქართველ დელეგატებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რჩევები უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან, რაც მათი ბიზნესის გაუმჯობესებისა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები