“ქართულ ოცნებას” უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუცვალოს, ფაქტობრივად, პროფილი და გადააქციოს სამთავრობო ორგანიზაციად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას თავისუფალი არასამთავრობო სექტორის მოსყიდვა უნდა.
“დღეს, “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუცვალოს, ფაქტობრივად, პროფილი და გადააქციოს სამთავრობო ორგანიზაციად. ბიუჯეტიდან აპირებენ იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. ამით, ფაქტობრივად, უნდათ თავისუფალი არასამთავრობო სექტორის მოსყიდვა, რათა მათი მხრიდან არ ისმოდეს კრიტიკის ხმა. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო, რომ იგი თავისუფალია ხელისუფლების”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.