spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვში უკვე 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა დამცველებმა უკვე გაათავისუფლეს 3800 კვადრატული კილომეტრი რუსული ჯარებისგან ხარკოვის რეგიონში. დეოკუპირებული დასახლებების რაოდენობამ 300-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა.

 

“ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. 6 სექტემბრიდან დღემდე გათავისუფლებულია 3 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 150 ათასზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად ტყვეობაში იყვნენ. ოპერაცია გრძელდება. ეს დაგეგმილია ხარკოვის რეგიონის სრულ განთავისუფლებამდე”, – განაცხადა მალიარმა.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ “გათავისუფლება მალე მოხდება”.

 

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფრო ზუსტი მონაცემები ხვალ იქნება.

 

“ეს არის დადასტურებული მაჩვენებლები სტაბილიზაციის ღონისძიებების გათვალისწინებით. ხარკოვის რეგიონში გათავისუფლებული ტერიტორიების რეალური რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია. ხვალ იქნება უფრო ზუსტი მონაცემები”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები