საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მუქარა ვერ შეცვლის პროცესს, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია.
“საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს 26 ოქტომბერს. ზოგადად, ის, ვინც არ არის ცვლილებისთვის მზად, არის ის ვიწრო ჯგუფი სახელისუფლებო და მისი მხარდამჭერების ძალიან მცირე რაოდენობა, მაგრამ მათი მხრიდან, ხელის შემშლელი ქმედებები, ვერავითარი მუქარები და კამპანიის ჩაშლის მცდელობები ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.