spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ.

“ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ, ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს”,  – განაცხადა თინა  ბოკუჩავამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები