უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა. კერძოდ, საუბარი შეეხო პოკროვსკის და კურახოვოს მიმართულებებს.
“მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ქვედანაყოფს ფრონტზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამოცანების სრულ შესრულებას, იგერიებენ რუსულ თავდასხმებს და აღადგენენ ჩვენ პოზიციებს. ეს მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი საოკუპაციო ძალების განადგურება. პოკროვსკის მიმართულება, კურახოვო – სწორედ აქ უნდა დაკარგოს რუსეთის არმიამ მეტი საბრძოლო შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სირსკიმ ასევე ისაუბრა ხარკოვის რეგიონის თავდაცვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციებზე რუსეთში – კურსკის ოლქში.
“ვამაყობ ყველა ჩვენი ჯარისკაცით, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ასწავლიან რუსეთს იმის გარკვევას, თუ სად არის მისი მიწა და სად არიან მისი მეზობლები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.