spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეტაპი, როდესაც შესაძლებელია “ქართულ ოცნებასთან” ინსტიტუციური გზით რაიმეს მიაღწიო, დასრულებულია

საგამოძიებო კომისიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ვინმეს დაიბარებ,  მოვა და პასუხს გაგცემს, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო ამოწურულია.  

 

“ხორავას კომისია” არის იმის მაგალითი, რომ მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი ისეთი კომისიის შექმნა, სადაც მოუწია ხელისუფლებას მოსვლა, როცა ქუჩაში იყო უამრავი ადამიანი. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ამ კლიმატის შექმნა,  მერე შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისია და მილიონი სხვა ინსტრუმენტი გამოყენებული. 

 

მე არ შევალ ჩემი კოლეგების საქციელის განსჯაში, მაგრამ მგონია, რომ ეტაპი, როდესაც შესაძლებელია “ქართულ ოცნებასთან“  ინსტიტუციური გზით რაიმეს მიაღწიო,  დასრულებულია, ჩვენ ვართ “ართანამშრომლობის ეტაპზე”. საგამოძიებო კომისიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ვინმეს დაიბარებ,  მოვა და პასუხს გაგცემს. ჯერ ერთი, შეძლებ და ამ პარლამენტში შექმნი ამ კომისიას. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი.  მე არ მგონია,  ყველა, ვისაც ქვია ოპოზიცია, ოპოზიცია იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები