უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის პლატფორმის სამიტი 11 სექტემბერს გაიმართება.
“დღეს მე გავმართე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობების გუნდთან, ჩვენ ვამზადებთ ყირიმის პლატფორმის სამიტს 11 სექტემბრისთვის. პირველი ლედის გუნდი ამზადებს სპეციალურ დიპლომატიურ ფორმატს – პირველი ქალბატონების და ბატონების სამიტს, რომელიც ასევე გაიმართება ამ კვირაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადდება ახალი მოლაპარაკებები პარტნიორებთან უკრაინის მეტი სიძლიერის, სამართლიანი მშვიდობის დაახლოების მიზნით.
“ჩვენ გვახსოვს მთავარი მიზანი – მშვიდობა უკრაინისთვის, მთელი უკრაინისთვის, მთელი ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ყირიმის პლატფორმის სამიტი უკრაინის მიერ ინიციირებული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია ყირიმის დეოკუპაციის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით. სამიტზე განიხილება ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების სამართლებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული გზები.
ყირიმის პლატფორმის ბოლო სამიტი ჩეხეთში გასული წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 70-მდე პარლამენტმა და საპარლამენტო ასამბლეამ, რომლებიც წარმოადგენდნენ ხუთი კონტინენტს.