spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

NDI – პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად აფასებს 40%, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას – 35%

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას – 41%, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35%.

 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 40% ცუდად, 12% კარგად, კითხვაზე პასუხი არ იცის 5%-მა.

 

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35% მას ცუდად აფასებს, 33% – საშუალოდ, 28% – კარგად, 4%- არ აქვს კითხვაზე პასუხი.

 

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41% – ცუდად, 9% – კარგად, კითხვაზე პასუხი არ იცის 4%-მა.

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

 

NDI-ის მონაცმებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები