უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 627 790 (+1380) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.09.24-მდე: ტანკები – 8640 (+1), ჯავშანტექნიკა – 16 925 (+19), საარტილერიო სისტემები – 17 880 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1180 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 942 (+0), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 14 933 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 2591 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –24 330 (+68), სპეციალური ტექნიკა – 3053 (+4).