spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთთან შეთანხმება ბირთვული იარაღის შიშით, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება შეთანხმება რუსეთთან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მისი შანტაჟის ფონზე – ასეთი ქმედებები გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას.

 

ზელენსკის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაგრამ აგრესორული ქვეყნის ქმედებები ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია.

 

”მაგრამ, მაპატიეთ, შიში იმის გამო, რისი გაკეთებაც ამ სახელმწიფოს შეუძლია და შესაბამისად, მათთან კონკრეტულ შეთანხმებაზე წასვლა ყველაზე უარესი შედეგია. ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ამავე დროს, მისი გამოყენების ყველა პირობა, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები  გამოთქვამენ, “არც კი უნდა მოვისმინოთ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები