spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ დაუშვილი – აუცილებელია საგადასახადო შეღავათები გახდეს გამჭვირვალე, რომ გადამხდელებმა იცოდნენ თუ ვის ენიჭება უპირატესობა საქართველოს მთავრობის მიერ

“ჩვენ დავაინიცირებთ  საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც შეეხება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის გამჭვირვალობას. გასულ წელს, მთავრობამ დაახლოებით 700 მილიონის დავალიანებასთან დაკავშირებით გააფორმა საგადასახადო შეთანხმებები. უამრავი კითხვა ჩნდება თუ რატომ  და ვინ მიიღო ეს შეღავათები. აუცილებელია საგადასახადო შეღავათები გახდეს გამჭვირვალე, რომ გადამხდელებმა იცოდნენ თუ ვის ენიჭება უპირატესობა საქართველოს მთავრობის მიერ“,  – ამის შესახებ პარტია „საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

 

“ჩვენ ხშირად გვესმის „ქართული ოცნება“ როგორ იწონებს თავს ეკონომიკური ზრდით, მაგრამ არაფერს გვეუბნება ინფლაციაზე. წელიწადზე მეტი გავიდა ორნიშნა ინფლაცია გვაქვს. მოცემულობა არის ის, რომ ესეთი ტიპის ინფლაციის დროს, როგორც წესი მდიდარი უფრო მეტად მდიდრდება და ღარიბი უფრო მეტად ღარიბდება. დიდი კორპორაციები უფრო მეტად მზად არიან შეხვდნენ ასეთი ტიპის ფინანსურ გამოწვევებს, მაშინ როდესაც ღარიბს ინფლაციის ხარჯზე უფრო და უფრო მეტად ურთულდება ცხოვრება.  მთავრობას არ ახსოვს მცირე მეწარმეები, რომლებიც ყველა წარმატებული ქვეყნის ეკონომიკაში ფუნდამენტი და მთავარი ღერძი არიან. აუცილებელია, რომ ინფლაციური წნეხის გადასატანად მცირე მეწარმეებისთვის მოხდეს დღგ-ს ზღვრის მინიმუმ გაორმაგება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები