ონის მუნიციპალიტეტის სოფელ კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.