ეს მოსმენა სენატში სწორედ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვას, რომ “რუსული კანონი” და მსგავსი სხვა კანონმდებლობა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული არის საქართველოს იზოლაციაში ჩატოვება, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები არ აპირებენ, უარი თქვან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე.
“ეს მოსმენა სენატში სწორედ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვას, რომ “რუსული კანონი” და მსგავსი სხვა კანონმდებლობა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული არის საქართველოს იზოლაციაში ჩატოვება.
რაც ძალიან სასიხარულოა არის ის, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” მცდელობისა იზოლაციაში მოაქციოს საქართველო, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები არ აპირებენ, უარი თქვან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ხუთშაბათს იმსჯელებს.