spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტების სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტურისტების ავტობუსი შეეჯახა.

 

გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

 

შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. 

 

ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. კიდევ ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები