აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გაუჩინარდა.
მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, ორი დღის წინ მუშაობის პროცესში ჯგუფს ჩამორჩა და მას შემდეგ ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ.
დაკარგული მამაკაცის საქმეზე აბაშის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.