გადაგედოთ თბილისობა ერთი კვირით მაინც, 1993 წელს 30 სექტემბერს სრულიად აფხაზეთი დაიკარგა და 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ადა მარშანია წერს.
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. 30 სექტემბერს აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
“თბილისობა“ წელს 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს გაიმართება.