spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადამ ჰოლოუეი – დროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები

დროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, – ამის შესახებ ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ დებატებისას “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა.

 

“ბატონი ივანიშვილის მოწინააღმდეგე, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება მას შემდეგ, რაც იგი მისი დასწრების გარეშე გაასამართლეს და დააპატიმრეს იმისთვის, რასაც მისი მომხრეები გაყალბებულ ბრალდებებს ეძახიან.

 

იგი მისი კლინიკის საწოლიდან ინფორმაციას გვაწვდის, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მას სულ აწამებენ და დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი იქნა აღმოჩენილი.

 

როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2008 წელს, ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა და რუსმა სამხედროებმა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. მაშინ ბატონმა სააკაშვილმა გაგვაფრთხილა, რომ ეს პირველი ნაბიჯია პუტინის მისიაში, რომ აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო და შემდგომ, იმპერია, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. მან ასევე გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შემდეგ პუტინი ყირიმისკენ გაიხედავდა.

 

დროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომელიც მის ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას შეეხება”, – განაცხადა ჰოლოუეიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები